Статья 179. სარეფერენდუმო საკითხები
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.
2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება: ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად; ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო; გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ; დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
