1.შევსებული ხელმოწერების ფურცლები ეგზავნება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლებთან ერთად უგზავნის ცესკოს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2.ცესკო ამოწმებს შემოსულ მასალებს და, თუ მიიჩნევს, რომ ეს მასალები არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და მოწყობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
