Статья 41. მხარდამჭერთა სიები
1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს ცესკო.
3. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; დ) ხელმოწერის თარიღი; ე) ხელმოწერა.
4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და ეს მონაცემები დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.
