1.კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები, მათ შორის, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.
2.იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება: ა) იხსნება კენჭისყრის დღეს 6 საათსა და 45 წუთზე; ბ) ამომრჩეველთა მარკირება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით; გ) საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება; დ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი.
