1.განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს თავის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.
