და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება უ სკოს და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში .
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება უ სკოს და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში .
2.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
Всегда актуальная правовая база
3.აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება . ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია . შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას .
4.თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული , მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „ შესწორებულია “. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი , რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო . საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს . შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი , რეგისტრაციაში გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს , რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა .
5.ამ კანონის 77 - ე მუხლის მე -1 3 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა .
6.საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შესწორება დასაშვებია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით , რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნის , კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილებას .
7.თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი ( საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები ) ინომრება ინდივიდუალური ნომრით , რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს .
8.შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება . მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს უ სკო . შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება უ სკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით . მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს , რომ დაბეჭდილი და უ სკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას , რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები .
9.შემაჯამებელი ოქმების საარჩევნო კომისიაში შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე .
10.საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს .
11.შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე , რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ უ სკოს .
12.შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე .
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.