„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“
Статья 2
1. ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტი თავსდება: ა) პირველადი ჯანდაცვის ექიმის, ექიმ-ფსიქიატრის ან სხვა სამედიცინო დაწესებულების დასკვნის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 19 ივლისის №228/ო ბრძანებით დამტკიცებული „ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №027-3/ა“, რომელიც გაცემულ უნდა იქნეს ვადით არა უმეტეს შვიდი დღისა) საფუძველზე; ბ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პაციენტის მოყვანის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე; გ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დასკვნის საფუძველზე; დ) მომართვის არარსებობისას პაციენტის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით ან თანხმობის გარეშე, თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას.
