1.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებისა და ყველა იმ მომსახურების (გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის და სხვა მომსახურების) ღირებულებას, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.
2.ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის სათანადო რაოდენობისა თუ სიმძლავრის მიწოდება, საცალო მომხმარებელის ელექტროენერგიით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ამასთან, საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
