26.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება 1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა.
2.მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
3.გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების 26 და 26 1 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნა .
4.გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების 26 -ე და 26 1 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა, ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება ( გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევისა) .
5.მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვითა და არა უმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება და არსებული მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა.
6.
0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე , შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №4) .
7.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 0.4 კვ. (380/220 ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო მოქმედების განხორციელება .
8.0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ . ძაბვის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელი ქსელზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მიერ. განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოს ა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის , გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობის ა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით) , რაც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებ ის უზრუნველყოფ ასა და ელექტრომომარაგებასთან.
9.დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფის ათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება , მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული განაწილების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
10.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვის ახალი მომხმარებლ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას: ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში; ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში – არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.
11.ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს): ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა ამ წესების 26 1 მუხლის მე- 9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე , სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.
12.თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე სამი ან სამზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) განსაზღვრულ უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი სიმძლავრის ოდენობის შესაბამისად.
13.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია , ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
14.გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
