მუხლი 36. ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება 1. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით, საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია განათავსონ კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე საინფორმაციო საშუალებებში, წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის სექტემბერში განაახლოს ბუნებრივი გაზის ფასზე შეთავაზება, მიუხედავად იმისა, ცვლის თუ არა კომისიის ვებგვერდზე განთავსებული შეთავაზების პირობას.
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
