ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიმწოდებელს.
2.განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი; ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) აბონენტის ნომერი, ასევე, ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) ასევე, სხვა მოთხოვნები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
3.საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია განაცხადს თან დაურთოს მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის სათანადოდ შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი.
4.განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს გადახდაზე პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.
5.მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულება ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი.
6.მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო.
7.მიმწოდებელი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მიმწოდებელს ან/და საცალო მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება 8. მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ შესაბამის წნევაზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვრით (თუ კომისიის მიერ ამ ურთიერთობაზე დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფი).
9.მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი და უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.
10.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.
11.ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
12.დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით.
Нет текстовых изменений
Изменения, которые прошла эта статья
The addition of clauses 5.1 and the revised clause 6 grant the supplier the right to verify applicant personal data against the SSDA database and refuse service if discrepancies exist (excluding contact information).
акт об изменении №6601354Specifies that lack of co-owner consent isn't grounds to reject a connection application in cases of shared property ownership.
акт об изменении №6048451Refers to a change in clause 3 of Article 4 concerning the application process for natural gas supply.
акт об изменении №5333574Reduced the timeframe for executing a natural gas supply contract to 5 business days from receipt of application. Explicitly allows use of the standardized contract form with published price from the Commission's website.
акт об изменении №4755773Contact details (at least two methods – primary and alternative number or email) are now required when submitting an application for natural gas supply.
акт об изменении №3383299Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.