საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 128. გვამის დათვალიერება
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით.
2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშის აღება (მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვა) სავალდებულოა.
3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
4. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაცემა ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2157 – ვებგვერდი, 04.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
