საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 259. სასამართლოს განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა
1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
