საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს
თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5394 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1620 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
