1.ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
2.ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. 2 1 . ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება () გამოტანილ იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ 2012 წლის 1 ივლისამდე.
