1.პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო: ა) პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან; ბ) წინასასამართლო სხდომა; გ) სასამართლოს მთავარი სხდომა; დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა; ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა; ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
