Статья 4. სახელმწიფო ენის გამოყენება ნორმატიულ აქტში
Редакция №43 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტები – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზედაც, მაგრამ ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
