საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“.
Статья 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის , სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით .
2. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ძირითად პრინციპებს , ფიზიკურ პირთა აივ ინფექციაზე ტესტირების , აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის , მათზე ზრუნვის საკითხებს , აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს .
