1.საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან/და სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ მაინც ატარებს სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოფს შესაბამის პირთა განთავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან ამ კანონის მე-19 მუხლის „ბ“, „ე.გ“ ან/და „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2.ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს სამსახურის შესაბამისი თანამდებობის მიხედვით ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3086 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
