1.სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.
2.სკოლის მასწავლებელთან იდება შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.
3.სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს.
4.მასწავლებელთა საბჭოს სხდომას რეგულარულად იწვევს და თავმჯდომარეობს სკოლის დირექტორის მოადგილე.
5.მასწავლებელთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
6.სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლების მიზნით შესაძლებელია პერიოდულად მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესებსა და პირობებს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.



