1.უცხო ქვეყნის მოსამართლეებისათვის, სასამართლო სისტემის მოხელეებისა და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური სასწავლო კურსი.
2.სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
3.სპეციალური სასწავლო კურსი განხორციელდება შესაბამის უცხოურ ენაზე. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.





