Статья 18. ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება
1. შესაბამისი დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით.
3. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისთვის/პრიორიტეტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს შესაბამის პრიორიტეტში. შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სათანადო საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
