Статья 54. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა
Редакция №69 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს: ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს; ბ) შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.
