1.ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონებიდან არაუგვიანეს 5 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საფინანსო ორგანოში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ.
