სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Статья 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
შიდა აუდიტის სუბიექტი საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
