1.ობიექტის მფლობელი ვალდებულია: ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) უზრუნველყოს ობიექტის შესაბამისობა უსაფრთხოების მოთხოვნებთან; გ) შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები; დ) უზრუნველყოს ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება; ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია; ვ) ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგინოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი წინა ტექნიკური ინსპექტირების ვადის ამოწურვამდე; ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამოსილ პირთა მითითებები; თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო; ი) განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით; კ) დაუყოვნებლივ აღმოფხვრას მომხდარი ავარიის შედეგები და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“
