საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ
Статья 17. (ამოღებულია)
Сравнить редакции
1. სამსახურის მოსამსახურე დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით. 2. სამსახურის მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის – სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნის, აგრეთვე ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენისათვის, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი თუ სამსახურის გარეთ, სამსახურის შინაგანაწესის დარღვევისათვის, მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ე) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) უფრო დაბალი კატეგორიისთანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არაუმეტესარა 1უმეტეს ერთი წლით; ზ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით. 3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის სამსახურის მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. დისციპლინური სახდელი გამოიყენება დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ამ ვადაში არ შედის სამსახურის მოსამსახურის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. ამ ვადაში არ შედის სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო. სამსახურის მოსამსახურის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იგი სამსახურიდან თავისუფლდება მისი ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. 5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში,ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი მძიმეუხეშად დისციპლინურდაარღვევს გადაცდომასსამსახურებრივ ჩაიდენს.მოვალეობებს. 6. სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 7. დისციპლინური სახდელის დადება ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. მას გააცნობენ სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც დაედო დისციპლინური სახდელი. ბრძანება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ინახება სამსახურის მოსამსახურის პირად საქმეში. 8. სამსახურის მოსამსახურე დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია 6 თვე და მას არ დაედო ახალი სახდელი. 9. სამსახურის მოსამსახურეს წინათ დადებული დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ამ კანონით დადგენილი წესით. დისციპლინური სახდელის მოხსნა ხდება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც გააცნობენ სამსახურის მოსამსახურეს. ეს ბრძანება ინახება მის პირად საქმეში. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
