1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს; გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
2.უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
3.(ამოღებულია - 30.03.2022, №1464) .
4.თუ სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
5.აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6284 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1162 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. თავი IV 1 . დავის განმხილველი ორგანო საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. მუხლი 24 1 . სააპელაციო საბჭო 1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში.
2.სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით , რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.
3.სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის: ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ; ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
4.ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. თავი IV 2 . ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. მუხლი 24 2 . ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები 1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო შედგება 8 დონისაგან. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თითოეული დონე არის კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელი ელემენტი, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“, „უნარით“ და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს.
2.ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია: ა) კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება; ბ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება; გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა; დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა; ე) კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა; ვ) მობილობის ხელშეწყობა; ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; ი) არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. მუხლი 24 3 . ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დამტკიცება, მართვა და განვითარება 1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
2.ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს, აგრეთვე არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურებსა და წესს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 24 4 . სწავლის სფეროების კლასიფიკატორი 1. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას.
2.სწავლის სფეროების კლასიფიკატორს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
3.სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი V. ცენტრის უფლებამოსილება საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით
