განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Статья 32^4. ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული ისეთი ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომლის განხორციელებაც, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის გარეშე შეუძლებელია, შეჩერდეს 2021 წლის 1 იანვრამდე.
