საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Статья 11. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება
Редакция №6 Сверено с действующей редакцией · 15 дек. 2023 г.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა; ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადებისათვის შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს დასაბუთებული ინტერესი.
