საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.არაპირდაპირი ხაზით ნათესავებს შორის რჩენის მოვალეობის არსებობისას მარჩენალს შეუძლია სარჩენი პირის მიმართ გამოიყენოს იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ისინი ერთობლივად განეკუთვნებიან. საერთო მოქალაქეობის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება მარჩენალის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი.
3.თუ განქორწინება მოხდა საქართველოში, მაშინ განქორწინებულ მეუღლეთა რჩენის მოვალეობის მიმართ გამოიყენება განქორწინების მიმართ გამოყენებული ქვეყნის სამართალი. ეს წესი გამოიყენება ქორწინების შეწყვეტისა და მეუღლეთა დაშორების სხვა ფორმების მიმართაც.
4.თუ სარჩენი პირი და მარჩენალი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამ უკანასკნელს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, გამოიყენება საქართველოს სამართალი.
5.სამართალი, რომელიც გამოიყენება რჩენის მოვალეობის მიმართ, განსაზღვრავს: ა) შეუძლია თუ არა, რა მოცულობით და ვისგან შეუძლია სარჩენ პირს სარჩოს მოთხოვნა; ბ) ვინ არის უფლებამოსილი საალიმენტო საქმის წარმოების წარმართვაზე და რა ვადა გამოიყენება ამ საქმის წარმოებისათვის; გ) მარჩენალის მიერ სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ანაზღაურების ოდენობას.
6.სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სარჩენი პირის მოთხოვნილება და მარჩენალის ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინაც კი, როცა სამართალი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, სხვა რამეს განსაზღვრავს.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.