საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. თუ საქმის გარემოებების გასარკვევად, ფაქტების დასადგენად, დოკუმენტების გადაცემის ან სხვა მიზნით აუცილებელია სასამართლო მოქმედებების განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლებელია აღიძრას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სათანადო დაწესებულების მიმართ.
2. თუ მოქმედება ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მისიის ან საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, შუამდგომლობა უნდა აღიძრას მათ მიმართ.
3. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს მისი შესრულებისათვის საჭირო მონაცემებს.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ