საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Статья 66. დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა
1. თუ ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს და არ ჰყავს საქართველოში მცხოვრები წარმომადგენელი, მას შეიძლება სასამართლოს განჩინებით დაევალოს განსაზღვრულ ვადაში დანიშნოს საქართველოში მცხოვრები, დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილი პირი.
2. თუ მხარე ამ ვადის განმავლობაში არ დანიშნავს დოკუმენტების გადაცემაზე უფლებამოსილ პირს, დოკუმენტების ყველა შემდგომი გადაცემა დაზღვეული წერილის მეშვეობით განხორციელებულად ჩაითვლება მისი ფოსტისათვის გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინებით მხარეს უნდა განემარტოს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში.
