LegalGEიურისტი ეთერ ბეჟანიშვილმა დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. სწავლის პერიოდში მან სრულად აითვისა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებებით. პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენცია: სასამართლო წარმოება: ფლობს პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობისთვის საჭირო ყველა კომპეტენციას. დოკუმენტბრუნვა: აქვს სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტაციის სრული პაკეტის შეგროვების, სისტემატიზაციისა და მოწესრიგების პრაქტიკული გამოცდილება. სახელშეკრულებო სამართალი: შეუძლია კომპანიებისთვის სხვადასხვა ტიპის იურიდიული ხელშეკრულებების ფორმების შემუშავება და შედგენა.
Total 1 articles • 1 categories