Articles & news

Law, economics and practical insights from specialists.

Editor's picks

Latest articles

Latest articles

Showing 10 of 52

Justice

როცა სხვისი ვალი შენი ხდება - ერთი ხელმოწერის ფასი

„უბრალოდ თავდებად დამიდექი…“ „შენს ბინას მხოლოდ დროებით დავტვირთავთ იპოთეკით…“ „არაფრის გადახდა შენ არ მოგიწევს…“ რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთი ასეთი ხელმოწერა? ახალ ინტერვიუში ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, როდესაც სხვის დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩვენს ფინანსურ ვალდებულებად და ქონებრივ რისკად შეიძლება იქცეს. 🔹 რას ნიშნავს რეალურად თავდებად დადგომა? 🔹 როდის შეიძლება სხვისი ვალის გადახდა თავდებს დაეკისროს? 🔹 შეიძლება თუ არა საკუთარი ქონებით სხვისი ვალის გადახდა? 🔹 რა რისკს იღებს ადამიანი, რომელიც მეგობრის ბიზნესისთვის საკუთარ ბინას იპოთეკით ტვირთავს? 🔹 და რა ხდება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს სახელზე სესხია გაფორმებული, რომელიც საერთოდ არ აგვიღია? გადაცემაში, იურისტ გოგა ხატიაშვილთან ერთად, სწორედ ამ საკითხებს პრაქტიკული თვალსაზრისით შევეხეთ. ერთი ხელმოწერა შეიძლება უბრალოდ ხელმოწერა არ იყოს. ზოგჯერ ის სხვის ვალდებულებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას ნიშნავს. 🎥 ინტერვიუში ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა ვიცოდეთ მანამდე, სანამ ხელს მოვაწერთ.

დავით ელისაბედაშვილის კერძო სააღსრულებო ბიურო

Available in Georgian
52views0

Social Issues

TSQ Investment Group and the “Financial Pyramid”: Legal Qualification and a Victim's Real Options

In August 2026, “TSQ Investment Group” became a subject of public debate in Georgia — an online scheme its critics call a financial pyramid. Georgian law does not recognise a “pyramid” as a standalone offence, but that does not mean the scheme sits in a legal vacuum. Six provisions that actually apply, the civil route to recovering money, and eight practical steps for anyone who has already paid in.

Vakhtang Baramashvili

21 min
619views2

Justice

კლიმატის ცვლილება აღარ არის ხვალინდელი პრობლემა - როგორ აქცია სასამართლოებმა იგი ადამიანის უფლებების საკითხად

კლიმატის ცვლილების სამართლებრივ მნიშვნელობას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. კლიმატის ცვლილება დღეს უკვე მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა აღარ არის — ის დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ღირსებისა და საკუთრების უფლებებთან. ევროპული სასამართლოების პრაქტიკაში თანდათან ჩამოყალიბდა პრინციპი, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება— არა მხოლოდ თავად არ დააზიანოს გარემო, არამედ მიიღოს ეფექტიანი და დროული ზომები გარემოსდაცვითი და კლიმატური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ამის მაგალითებია საქმეები Lopez Ostra, Guerra,Öneryıldız, Budayeva და სხვები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2024 წლის KlimaSeniorinnen-ის საქმე, რომელმაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივ ვალდებულებად აღიარა. ტექსტი ასევე მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას: საფრანგეთშიგარემოს დაცვა კონსტიტუციურ დონეზეა აღიარებული, გერმანიაში კი სასამართლომ მომავალი თაობების უფლებების დაცვის აუცილებლობა დაადგინა. საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ვითარდება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება სახელმწიფოს აკისრებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს ასევე, უზენაესი სასამართლოს საქმეებში — ვერეს ხეობის ტრაგედია, საშიში ხეები და დატბორილი ავტომობილი — გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია მაშინ, როდესაც საფრთხე წინასწარ განჭვრეტადი იყო, არსებობდა პრევენციის შესაძლებლობა და შესაბამისმა ორგანოებმა სათანადოდ არ იმოქმედეს. კლიმატის ცვლილების ეპოქაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აღარ შემოიფარგლება უკვე მომხდარ ზიანზე რეაგირებით. მას ევალება **კლიმატურ რისკებთან ადაპტაცია, ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა და წინასწარ განჭვრეტადი ზიანის პრევენცია* რათა დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

Nino Lipartia

10 minAvailable in Georgian
55views1
Article archive (55)