პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, ან პროდუქცია, რომელიც თანაწარმოებულია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის აუდიოვიზუალურ სექტორთან დაკავშირებული შეთანხმებების ფარგლებში და რომელიც აკმაყოფილებს ყოველ აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულ პირობებს. ევროპული წარმოების პროდუქცია არის აგრეთვე პროდუქცია, რომელიც ძირითადად დამზადებულია საქართველოში ან/და ევროკავშირის ერთი ან ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს რეზიდენტ ავტორებსა და სხვა პირებთან ერთად, თუ ისინი აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ზ.ა) პროდუქცია დამზადებულია ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის მიერ; ზ.ბ) პროდუქციის წარმოებაზე ზედამხედველობას ახორციელებს და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებელი; ზ.გ) ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფოებიდან თანამწარმოებლების სრულ თანაწარმოებაში გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სახელმწიფოებიდან თანამწარმოებელთა მიერ გაწეულ ხარჯებს და თანაწარმოება არ ექვემდებარება აღნიშნული სახელმწიფოების ფარგლების გარეთ დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის კონტროლს
