იურიდიული პირების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთ-ერთი შემდეგი ურთიერთობით: ჰ 32 .ა) ერთი იურიდიული პირი ფლობს მეორე იურიდიული პირის ხმის უფლების მქონე წილების უმრავლესობას; ჰ 32 .ბ) ერთ იურიდიულ პირს უფლება აქვს, დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მეორე იურიდიული პირის მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტი, თუ იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ამ მეორე იურიდიული პირის წილის მფლობელი; ჰ 32 .გ) ერთ იურიდიულ პირს დომინირებული გავლენა აქვს ან აკონტროლებს მეორე იურიდიულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების ან მეორე იურიდიული პირის წესდების საფუძველზე; ჰ 32 .დ) იურიდიული პირები იმყოფებიან მესამე პირის ერთიანი მმართველობის ქვეშ; ჰ 32 .ე) იურიდიული პირების მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების წევრთა უმრავლესობა ერთი და იგივე პირები არიან
