ფიზიკური პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების (სასწავლო სვლის) განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელი. მძღოლია აგრეთვე ის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (შემდგომ − სააგენტო) დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს
