1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას. 1 1 . სპორტული დანიშნულების ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. 1 2 . კლასიკური ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის წლოვანებაც 30 წელს აღემატება.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
Близко по смыслуსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ტერიტორიაზ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საავტომობილო ტრანსპორტ…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სარკინიგზო…
Только для информации — не юридическая консультация.
2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.
3. მოძრაობა – სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილება, საგზაო მოძრაობა.
4. (ამოღებულია).
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.
6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.
7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.
8. გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სათანადო ნებართვის საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას. 8 1 . ავტოსადგური – მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი ადგილი, სადაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული სათანადო მომსახურება. 8 2 . ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება. 8 3 . ავტოსადგურის სიმძლავრე − დროის ერთეულში ავტოსადგურიდან და ავტოსადგურამდე შესასრულებელი რეისების შესაძლო მაქსიმალური საერთო რაოდენობა. 8 4 . M 1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება. 8 5 . მინივენი − M 1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 5-ს აღემატება. 8 6 . M 3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, ხოლო სრული მასა − 5 ტონას.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა; რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით; შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც დაიწყო და დამთავრდა ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის თავისებურების ან/და რელიეფის გამო სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით. 11 1 . მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა. 11 2 . ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა. 11 3 . საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა − საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).
16. (ამოღებულია).
17. ნებართვა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით, კანონით დადგენილი პირობების დაცვით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა. 17 1 . ავტორიზაციის ბლანკი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი და პარტნიორი ქვეყნის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემული დოკუმენტი, რომელსაც ეს ორგანო დადგენილი წესით გადასცემს იმავე ქვეყანაში რეგისტრირებულ გადამზიდველს და რომელიც ამ გადამზიდველს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სატრანსპორტო ოპერაციის (ოპერაციების) განხორციელების ან/და საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მოძრაობის უფლებას ანიჭებს. 17 2 . კვოტა – სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ან საქართველოსა და პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმებით დადგენილი, განსაზღვრული პირობების დაცვით განსახორციელებელი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის (ორმხრივი, ტრანზიტული, მესამე ქვეყანაში ან/და მესამე ქვეყნიდან) შეზღუდული რაოდენობა.
18. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – ავტობუსით ან/და მინივენით მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.
19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.
20. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.
21. (ამოღებულია 30.11.2023, №3795).
22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენ ტო .
23. (ამოღებულია 30.11.2023, №3795).
24. ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლითაც სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანო შესაბამისი შემოწმების საფუძველზე ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპი/ტიპები შეესაბამება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებას.
25. მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები − ნებისმიერი მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები, რომლის/რომელთა მახასიათებლები გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, ენერგიის მოხმარებასა და ქურდობისგან დაცვის ტექნოლოგიის გამართულ მოქმედებაზე.
26. პარტნიორი ქვეყანა − ქვეყანა, რომელთანაც საქართველო შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.
27. მდგრადი მობილობა − საავტომობილო ტრანსპორტის სისტემის დაგეგმვისა და მართვის პრინციპი/მეთოდი, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა, რომელიც გარემოზე მცირე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ან არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.79 საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5508 - ვებგვერდი, 29.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5076 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6875 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1948 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2881 – ვებგვერდი, 23.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1478 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах