ავტობუსით ან/და მინივენით მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს
