„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Всегда актуальная правовая база
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტში აისახება მესამე პირის ვინაობა (პირი, რომელსაც უნდა გადაეცეს დოკუმენტი), დოკუმენტის გადაცემის წესი (საფოსტო გზავნილი, პირადად ჩაბარება და სხვა). დოკუმენტში შეიძლება აისახოს დოკუმენტის მესამე პირისათვის გადაცემის საფუძვლები და საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებები, გაცხადებული დოკუმენტის გადამცემის მიერ. ამასთანავე, ნოტარიუსს არ ევალება ამ განცხადებების ნამდვილობის შემოწმება. დოკუმენტს ხელს აწერს დოკუმენტის გადამცემი და ნოტარიუსი.
3.თუ ნოტარიუსი პირადად გადასცემს ადრესატს დოკუმენტს, დოკუმენტის მიმღები ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტზე დოკუმენტის მიღების დასტურად მოაწეროს ხელი და დაუსვას დოკუმენტის მიღების თარიღი და ზუსტი დრო. ამ ფაქტს ნოტარიუსი ამოწმებს მინაწერით, თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით. თუ ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის მიღებაზე, ამის შესახებ ნოტარიუსი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტზე.
4.დოკუმენტის გადაცემის, ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ ნოტარიუსი გასცემს მოწმობას, რომელშიც უნდა მიეთითოს: დოკუმენტის გამგზავნისა და მიმღების ვინაობა, დავალების საფუძველი (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის რეკვიზიტები), დავალების შესრულების შედეგები.
5.ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით დადგენილ მოქმედებას ნოტარიუსი ასრულებს იმ შემთხვევაში, თუკი ადრესატი არ არის საჯარო ორგანო ან საჯარო თანამდებობის პირი.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.