Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ნოტარიატის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.
3.თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, ყრუა ან მეტყველების უნარის არმქონე პირია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში მისთვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განსამარტავად შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა ისარგებლოს. ამ სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან აღნიშნულ პირს განუმარტა სანოტარო მოქმედების შინაარსი და ის მის ნებას შეესაბამება.
4.იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო ანდა სხვა მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ამ დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით და იმ მიზეზის მითითებით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა.
5.თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, ნოტარიუსმა მას უნდა წაუკითხოს შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადოდ უნდა მიუთითოს შესაბამის დოკუმენტში. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6834 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №843 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია. 2. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი. 3. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, მუნჯი, ყრუ ან ყრუ-მუნჯია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში ამ პირისათვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების გასაგებად უნდა ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით. სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ სანოტარო მოქმედების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება. 4. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან შეზღუდულიფიზიკური შესაძლებლობისნაკლის გამო ან სხვა მიზეზით არა აქვს შესაძლებლობა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით, იმ მიზეზის აღნიშვნით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია დოკუმენტზე ხელის მოწერა. 5. თუ პირ ი,პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა, ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადო მითითება გააკეთოს დოკუმენტში. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6834 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Изменения, которые прошла эта статья
Paras.3–5 reformulated: notary must use a specialist to explain content/legal effects to a deaf or speech-impaired person (specialist confirms by signature); for a person unable to sign due to illness/disability/other reason another signs on their behalf before the notarial officer stating the reason; for a blind or illiterate person the notary must read the document text and so note it.
акт об изменении №6538251Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.