„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Всегда актуальная правовая база
1.სამკვიდრო მოწმობა უნდა შედგეს საჯარო აქტის ფორმით.
2.დასაშვებია რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა).
3.იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციასდაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა (სამკვიდრო მასაში არსებობის ფაქტი და სხვა გარემოებები).
4.სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს, სამკვიდრო მასის რა ნაწილი (მთლიანად, თუ მისი ნაწილი) მიიღო მემკვიდრემ. თუკი მემკვიდრე რამდენიმეა, უნდა მიეთითოს თითოეულმა მათგანმა სამკვიდრო მასის რა ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმა მოქმედებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სამკვიდრო მოწმობა გაიცა თუ არა კონკრეტული ქონების/უფლებების მიღების დასტურად.
6.თუ სამკვიდროს მიღების დასტურად სანოტარო ბიუროში განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე მემკვიდრეს, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება მიეცეს ერთ-ერთ მათგანს მის კუთვნილ წილზე ან ყველა მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობაში თითოეული მათგანის წილის მითითებით.
7.იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მემკვიდრისათვის მიცემულ სამკვიდრო მოწმობაში მიეთითა ყველა მემკვიდრე და მათი წილები, სხვა მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა ადრე გაცემული სამკვიდრო მოწმობის დამოწმებული ასლი.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე