1.სამკვიდროს გაყოფის შესახებ შეთანხმებას ყველა შემთხვევაში წინ უნდა უსწრებდეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ პირობით, რომ სამკვიდრო მოწმობაში მიეთითება ყველა მემკვიდრე და სამკვიდრო მასაში თითოეული მათგანის იდეალური წილი, სამკვიდრო მასაში შემავალი კონკრეტული ქონების სავალდებულო მითითების გარეშე.
2.სამკვიდროს გაყოფის შესახებ შეთანხმებაში უნდა მიეთითოს, კონკრეტულად რომელ ქონებას და რა პირობებით იყოფენ მემკვიდრეები. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა ის დოკუმენტი, რაც აუცილებელია სამკვიდრო მასაში არსებული გასაყოფი ქონების უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად.
3.სამკვიდროს გაყოფის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა დამატებითი სამკვიდრო მოწმობები, რომელშიც მიეთითება, რომელმა მემკვიდრემ კონკრეტულად რომელი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, ამასთანავე, დამატებით გაცემულ მოწმობაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამკვიდროს გაყოფის შესახებ მემკვიდრეთა შორის დადებული შეთანხმების შესახებ.



