საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 16. (ამოღებულია)
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. მუხლი 16 1 . ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტს. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შესაბამისი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.
2. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
3. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი უფლებამოსილია: ა) განიხილოს და შეიმუშაოს საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ბ) განიხილოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნები ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; გ) განიხილოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სფეროში შემავალი კონკრეტული შემთხვევები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; დ) ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულებს მოსთხოვოს და დადგენილ ვადაში მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
