საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 15^1. საკადრო უფლებამოსილება
1. მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი: ა) პირის ეროვნულ ბანკში დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს და გადაიყვანოს იგი; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში; გ) დაადგინოს ეროვნულ ბანკში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.
2. ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
3. ეროვნულ ბანკში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, პრემირების, გადაყვანისა და პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №4498 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.
