1.რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 12 მუხლის 10 2 პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები ლიკვიდაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო თანამიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
