საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
Статья 2. კომისიის ფუნქციები
კომისიის ფუნქციებია: ა) საქართველოს რეგიონული განვითარების 2010–2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის (შემდგომში – სტრატეგია) განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიის განახლების მიზნით საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების შემუშავება; ბ) სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება-განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების წარდგენა; გ) ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა; დ) რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ დონეზე დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებების წარდგენა; ე) სტრატეგიისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა.
