საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 188^1. აქციზის განაკვეთები ალკოჰოლიან სასმელებზე
1. ამ ნაწილით გათვალისწინებული ალკოჰოლიანი სასმელები იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით: საქონლის დასახელება/აღწერილობა ზომის ერთეული განაკვეთი 1 ლუდი 1 ლიტრი/1%Vol 0.12 2 სხვა დადუღებული სასმელი 5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით 1 ლიტრი 5 3 სხვა დადუღებული სასმელი 5% ან 5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით 1 ლიტრი 0.6 4 შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი 1 ლიტრი 5 5 სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა) 1 ლიტრი სუფთა სპირტი 22.5 6 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2207 კოდით გათვალისწინებული საქონელი 1 ლიტრი სუფთა სპირტი 7.5 7 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი 1 ლიტრი სუფთა სპირტი 15 შენიშვნა: ამ ცხრილში მითითებული: ა) „ლუდი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2203 კოდში მითითებულ საქონელს, აგრეთვე 2206 00 590 01 და 2206 00 890 01 კოდებით გათვალისწინებულ საქონელს (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2206 კოდში აღნიშნული ერთი ან ერთზე მეტი უალკოჰოლო სასმელისა და ლუდის ნაზავს), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 0.5%-ს აღემატება; ბ) „სხვა დადუღებული სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა და ღვინისა): ბ.ა) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 10%-ს; ბ.ბ) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 10%-ს და არ აღემატება 15%-ს, იმ პირობით, რომ პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად დადუღების გზითაა მიღებული; გ) „შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა, ღვინისა და სხვა დადუღებული სასმელებისა), რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 22%-ს; დ) „სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით“ მოიცავს: დ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 კოდში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს აღემატება; დ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22%-ს აღემატება.
