Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ალკოჰოლიანი სასმლისა და სპირტის სერტიფიცირება სავალდებულოა.
2.სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება: ა) საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი; ბ) ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელი და სპირტი (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება); გ) იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული პარტია (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება).
3.(ამოღებულია - 16.11.2021, №1018).
4.სავალდებულოა საქართველოში წარმოებული, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება. აღნიშნულ შემოწმებას ახორციელებს სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება მცირე ზომის მარანში წარმოებულ ბუნებრივ ღვინოზე.
6.შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების აუცილებელი პირობაა მწარმოებლის მიერ აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დაცვა ამ კანონის შესაბამისად. [ 6 1 . სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება სავალდებულოა. 6 2 . ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდებას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან)] 7. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
8.სერტიფიცირების პროცესში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დადგენის და შესაბამისი გამოცდის ოქმის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორიას.
9.შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ვადა და საფასური განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
10.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1643 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. თავი XII 2 . ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება, ექსპორტი, იმპორტი საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
—
The article is entirely replaced with the same content as Article 33, regarding permissible label information.
—
—
Sets fees and timelines for PDO wine certification by government decree, mandates tasting for export-bound PDO wines, and allows voluntary tasting for others.
The change to paragraph 3 introduces a tiered degustation requirement: mandatory for Protected Designation of Origin (PDO) wines intended for export, and optional (order-based) for other wines.
Certification requirements are reiterated, aligning with the changes in Article 33.